2018-11-10 02:15 ნანახია: 189-ჯერ

კალაძე: დედაქალაქში ღამის მერები ჩამოვლენ

დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში გაიმართება პირველი საერთაშორისო ღამის ეკონომიკის ფორუმი.

„დედაქალაქში ჩამოდიან ღამის მერები, ურბანული განვითარების ექსპერტები. წელს ამ ღონისძიების ფარგლებში 9 ქვეყანაა წარმოდგენილი. პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ჩაერთვებიან ფორუმის დღეებში. აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქში 21 ნოემბრიდან 1 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება. ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, მაგრამ გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ. სხვადასხვა ქვეყნიდან გვეყოლება სტუმრები და ვისაუბრებთ, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულების გასავითარებლად“, - განაცხადა კალაძემ.