2018-11-10 16:49 ნანახია: 122-ჯერ

“ივანიშვილის ხუშტურებია, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ”

"კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" - ამ სახელწოდებით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაიწყება.

ზაზა სარალიძის თქმით, ძალოვანი უწყება მას კარვის დადგმის უფლებას არაკანონიერად უკრძალავს აქციის მონაწილეები კი შესაძლოა კარვების დადგმაში დაეხმარონ.

"არანაირი კანონით არა აქვთ არც კარვების აკრძალვის უფლება, მით უმეტეს იქ დგომის აკრძალვის უფლება. მაგრამ ეს არის ვიღაცის ხუშტურები. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პირდაპირ, როგორც ვატყობ უკვე, ივანიშვილის ხუშტურებია, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას. დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, დასაჯონ საქმის ყველა გამყალბებლები და ხელის მფარველები, ერთი წამითაც არ გავჩერდებით იქ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.