2018-11-11 14:33 ნანახია: 118-ჯერ

ახალი „ხანძარი“ სირიის საზღვართან: იორდანია ცხელ წერტილად ყალიბდება

ახალი „ხანძარი“ სირიის საზღვართან: იორდანია ცხელ წერტილად ყალიბდება

ისრაელის მთავრობას მოულოდნელად დაატყდა თავს თავის მოკავშირე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ორ ქვეყანას შორის 23-წლიანი ურთიერთობის იუბილეზე, პრემიერ მინისტრ იცხაკ რაბინის მკვლელობასთან დაკავშირებით, იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გააუქმა ორ ქვეყანას შორის.

მონარქის განცხადებით, ის უარს აცხადებს იმ მშვიდობიან ხელშეკრულებაზე, რომელიც მამამისის, აბდულა პირველის მიერ იქნა ხელმოწერილი 1994 წელს. ხელშეკრულების მიხედვით, იორდანიის ორი ანკლავი 25 წლიანი იჯარით ისრაელს გადაეცა სოფლის მეურნეობის გამოყენების თვალსაზრისით. ეს გარიგება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის ნათელი გამოვლინება გახლავთ, თუმცა იორდანიის მონარქი ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. ის არ აპირებს კვლავ დაუთმოს არენდით ისრაელს ბაკური და გუმარი.

Новый «пожар» у границ Сирии: Иордания превращается в горячую точку

დასავლეთში ამ პროცესმა მღელვარება გამოიწვია, რადგან აღმოსავლეთში სწორედ ეს ორი ქვეყანა – ისრაელი და იორდანია ითვლება დასავლეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად. პირველ რიგში, მონარქი გააღიზიანა იმან, რომ ისრაელი ნაკლებად აქტიურობს პალესტინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა მონარქ აბდულას სულ სხვა მოტივები გააჩნდეს.

იორდანიის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, იუსეფ მანსური აცხადებს, რომ იორდანიის ეკონომიკა 2010 წლის შემდგომ ცუდ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა 2.2% შეადგენს, რაც მოსახლეობის ზრდაზე ნაკლები მაჩვენებელია. დიდ ფინანსურ წნეხს განიცდის 1.2 მილიონი სირიელი მიგრანტების მხრიდან. უმუშევრობის მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, სახელმწიფოს ვალი კი 37 მილიარდ დოლარს, რაც მთლიანი ეროვნული შემოსავლის 95%-ია.

ამავდროულად, იორდანია იღებს გაცილებიტ მეტ დახმარებს ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები, რადგან ის სტრატეგიული მნიშვნელობის როლს ასრულებს რეგიონში სტაბილური სიტუაციის არსებობისათვის. თუმცა იორდანიის ეკონომიკა ამ დახმარებების შედეგად ვერ იზრდება. დასაქმებულების 57% სახელმწიფო სექტორზე მოდის. ისინი პენსიონერებთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი.

ქვეყანაში არსებული კრიზისი მიმდინარე წელს უფრო გამძაფრდა, რადგან მონარქი ცდილობს საგადასახადო რეფორმის გატარებას და მსოფლიო ბანკისგან კრედიტების აღებას. ამის ფონზე, მონარქის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მოსახლეობის მხოლოდ 30% ენდობა ხელისუფლებას. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მომწიფდა. პროსტეტის მხარე საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს სამეფო ოჯახს. „სამეფო ნაციონალური ჰიმნი – ეს მონობაა“, იწერება პროკლამაციებში.

პროტესტანტებში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მონარქ აბდულას დასაყრდენად ითვლებიან სახელმწიფოში: ყოფილი სამხედროები, ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები, გავლენიანი პირები.

300-მდე იორდანელით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანა მონარქიული მმართველობიდან საკონსტიტუციო მონარქიაზე უნდა გადავიდეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ მეფემ დაიცვას კონსტიტუცია და მართვა მიანდოს ხალხს“, – განაცხადა ყოფილმა გენერალმა, სულეიმან ალ-მაიტმა, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია.

„სამეფო სახლი აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ აზრთა სხვადასხვაობაში“, – განაცხადა ოდედ ერანმა, ისრაელის ყოფილმა ელჩმა იორდანიაში.

ნაციონალური და ისლამური ძალები ამ ოპოზიციის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. დემოკრატიზაციის პროცესის პალალურად, მათ მეორე მიზანიც გააჩნიათ – ისრაელთან სამშვიდობა მოლაპარაკებების ანულირება. ადვოკატთა ასოციაცია ახსენებს მეფეს, რომ ებრაელებს ეკრძალებათ იორდანიის სამეფოში მიწის შესყიდვა. პარლამენტის 80-მა დეპუტატმა, მონარქს მოუწოდა, რომ არ გააგრძელოს იჯარის ხელშეკრულება მოცემულ ორ ანკლავზე. მონარქი ყველა მხრიდან „ალყაშემორტყმულია“, თუმცა მისი გადაწყვეტილება იორდანიაში არსებულ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. შედეგად, იორდანია ყალიბდება ცხელ წერტილად, რომელიც ახალ ხანძარს ქმნის სირიის საზღვართან.


ბაჩანა ჯინჭარაძე