2018-11-13 14:10 ნანახია: 371-ჯერ

ჯარის უარი ზურაბიშვილს - აი, რა ხდება თავდაცვაში...

პრეზიდენტობის "დამოუკიდებელი" კანდიდატი, რომელსაც ზურგს მმართველი გუნდი და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი უმაგრებს, ამომრჩეველთა დიდი ნაწილის უნდობლობით სარგებლობს.

რატომ დაკარგა ნდობა „ქართულმა ოცნებამ“ ამ კითხვაზე თავად ივანიშვილმა გასცა პასუხი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც არჩევნების პირველ ტურში შემაშფოთებელი შედეგი მიიღეს - ფაქტობრივად კრახი განიცადეს და ეს თავადაც აღიარეს. 

ეს შედეგი მხოლოდ იმას შეიძლება გაუკვირდეს, ვინც მხოლოდ ოცნებებითა და ილუზიებით ცხოვრობს.

„დაუშვებელია, საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და ამით ოკუპანტი სახელმწიფოს კეთილგანწყობას იმსახურებს, პრეზიდენტი გახდეს“, - ჩათვალეს ამომრჩევლებმა და სწორედ ამიტომ დადგა ის შედეგი, რაც პირველმა ტურმა გვიჩვენა.

ზურაბიშვილის ამ განცხადებამ, რა თქმა უნდა, ქართველი სამხედროების აღშფოთება გამოიწვია, ისინი ღიად დაუპირისპირდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სრული უნდობლობა გამოუცხადეს მას. 


„ძირს მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, გაუმარჯოს ქართულ ჯარს! გაუმარჯოს ქართულ პოლიციას", - გოგა კახნიაშვილი, ის ერთ-ერთი სამხედროთაგანია, რომელიც 2008 წელს თავის სამშობლოს იცავდა, ჯარისკაცი არავის აპატიებს იმას, რომ ომის დაწყებაში დაადანაშაულონ.

გოგას მსგავსად, სხვა სამხედროებიც ღიად დაუპირისპირდნენ სალომე ზურაბიშვილს. 

გთავაზობთ მათ არასრულ ჩამონათვალსა და განცხადებებს:

მე, ტატიანა მესხი, 2008 წლის ომის მონაწილე, ოფიცერი, ვერ ვაღიარებ ჩემი ქვეყნის მოღალატეს რომელიც არ აღიარებს ოკუპაციას და ბრალს სდებს საქართველოს ომის დაწყებაში, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, რუსეთი ოკუპანტია“.

„მე, ვაჟა ცეცაძე ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი ხმას არ ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს“. 

„მე, პოლიციის მაიორი, გიორგი ელიზბარაშვილი, მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს”.

„მე დავით მახარაძე შსს ყოფილი მებრძოლი იმ საქართველოს მოქალაქე ვარ, სადაც დაიბადნენ გიორგი ანწუხელიძე, ზაზა დამენია, შინდისის გმირები და ყველა ის გმირები რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სამოქალაქო წესრიგის დამყარებას შესწირეს თავი. ომი საქართველოს არ დაუწყია! აფხაზეთი და სამაჩაბლო განგრენა არაა! არა რუსეთის კადრს სალომე ზურაბიშვილს!!!“.

სერჟანტი შაქარაშვილი: არა სალომე ზურაბიშვილს! არა ქვეყნის მოღალატეს! 

"მე ვარ სერჟანტი ბასიშვილი 2008 წლის ომის მონაწილე და ხმას არ ვაძლევ მოღალატე ზურაბიშვილს" 

„გენერლებო,  ოფიცრებო სერჟანტებო კაპრალებო და რიგითებო, მე ვარ ლაშა რუხაია საქართველოს რიგითი ჯარისკაცი, მე არ ვაძლევ საქართველოს მოღალატეს ხმას, რომელმაც ჩემი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, მე არ ვაძლევ ხმას იმ რეჟიმს, რომელიც მოღალატეობრივია! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო იყო არის და მუდამ იქნება! დიდება გმირებს!“.

"მე კაპიტანი მანუჩარ მესხი ხმას არ ვაძლევ მოღალატე ზურაბიშვილს".

„მე ვეფხვია ყალიჩავა, როგორც საქართველოს მოქალაქე და რიგითი ჯარისკაცი,  საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას არ ვაძლევ ერის მოღალატეს სალომე ზურაბიშვილს,  რომელმაც დაადანაშაულა ომის დაწყებაში საქართველო და ქართველი ჯარისკაცები...ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთი არის ოკუპანტი, მტერი საქართველოსი...დიდება გმირებს”.

„მე, გოჩა მძინარაშვილი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სამშობლოს მოღალატის პრეზიდენტად არჩევის. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ გმირებს!”.

„მე, თეიმურაზ დუშელი, პოლიციის ყოფილი კაპიტანი, ხმას არ ვაძლევ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს და არასოდეს შევეგუები რუსულ ოკუპაციას! დიდება საქართველოს!”.


„მე ალექსანდრე გორგაძე მეოთხე ქვეითი ბრიგადისა და სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარი სერჟანტი, არ ვაძლევ ხმას მოღალატე სალომე ზურაბიშვილს და მოგიწოდებთ საქართველოს თითოეულ მებრძოლს, დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება, რადგან მტერმა გაიგოს რომ საქართველო არასოდეს დანებდება,  ძალა ერთობაშია. ჩემო თანამებრძოლებო, ნუ მივცემთ ნურავის იმის უფლებას რომ შეურაცხყონ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლები, არა მოღალატე სალომე ზურაბიშვილს“.

„მე გელა არუნაშვილი, აგვისტოს ომის ვეტერანი, არ ვუჭერ მხარს მოღალატე სალომეს!”.

„მე საქართველოს ჯარისკაცი, ვლადიმერ ჟორდანია, 2008 წლის ომის ვეტერანი,ხმას არ ვაძლევ ერის მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!!! დიდება ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს, დიდება საქართველოს!“.

„მე, თამაზ გრიგალაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-19-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის ,,ქართველი ჯიქების" ყოფილი მებრძოლი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, ხმამაღლა ვაცხადებ: ჩემს ქვეყანას არ დაუწყია ომი! არასდროს დავუშვებ ჩემი ქვეყნის მთავარსარდალი იყოს მოღალატე! არა რუსეთს! არა ოკუპაციას! დიდება გმირებს!!!“.

„მე, სერჟანტი ავთანდილ ქაჯაია, 2004-2005 წელს კოსოვოში სამშვიდობო მისიაში მონაწილე, 2008 წელს სამაჩაბლოში, მებრძოლი ოკუპანტ რუსეთთან, 2014 წელს მყოფი ავღანეთში, ხმას არ ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ხელს შეუშლის ჩვენ განვითარებას და არის განგრენა საქართველოსთვის, მე ხმას ვაძლევ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, მე ვირჩევ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!“.

„მე დავით ჩანტლაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, არ ვაძლევ ხმას მოღალატე ზურაბიშვილს“

„მე თადარიგში მყოფი, ომისა და სამშვიდობო მისიებიში მონაწილე სერჟანტი გიორგი ცეცხლაძე არ ვაძლევ ხმას იმას, ვინც აცხადებს რომ ომი ჩვენ დავიწყეთ“.

„მე ზურა ავალიშვილი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სპეცრაზმელი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ხმას არ ვაძლევ მოღალატე რუსეთის აგენტს ზურაბიშვილს! დიდება გმირებს!“.

    „მე გელა მანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სერჟანტი, ჯარისკაცი, მებრძოლი, 2008 წლის ომის მონაწილე, ასევე ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე, ასევე უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე დღემდე ვირიცხები უკრაინაში ქართველი პარტიზანების რიგებში, ვუცხადებ სრულ უნდობლობას და ბოიკოტს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში...

ჩვენ არ ვართ მოღალატეები, ჩვენ თავისუფლებისთვის და იდეისთვის ვიბრძვით.. იმ იდეისთვის და იმ თავისუფლებისთვის რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ ჩვენგან განსხვავებით. დიდება საქართველოს სახელით მებრძოლ ქართველებს. დიდება საქართველოს, ჩვენ არასდროს არ დავთმობთ იმას რაც ჩვენი ნებით არდაგვითმია".

„მე, საქართველოს მოქალაქე, თადარიგის პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ვაცხადებ , რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ამ ბიჭებს არ დაუწყია ომი, ისინი იბრძოდნენ საქართველოსთვის და ჩვენ ვინც ცოცხლები დავრჩით არ შევურაცხყოფთ მათ სულს და მანამ, სანამ პირში სული მიდგას, სულ ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის, მისი ნათელი მომავლისთვის. ამ ბიჭების სულის კეთილსაყოფად, მათი შვილებისათვის, მათი ოჯახებისთვის... 

არა მოღალატე კანდიდატს!

არა მოღალატე მთავრობას!

დიდება ერს - სიკვდილი მტერს!

ძალა ერთობაშია!“.

„ვარ ქართველი ოფიცერი, 1998 წლის ე.წ. გალის მოვლენების მონაწილე, 2008 წლის სამამულო ომისა და უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი... 20 წელია ღირსებით ვატარებ ქართულ მუნდირს... 20 წელია ვემსახურები საქართველოს... 20 წელია ვიბრძვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.. 20 წელია ვებრძვი საქართველოს მტერს – რუსეთის იმპერიას!. და არავის არ მივცემ უფლებას ეს ბრძოლა გამოაცხადოს – ,,თავდასხმად მშვიდობიან მოსახლეობაზე’’...

არავის მივცემ უფლებას საქართველოს დააბრალოს – ომის დაწყება!... არავის მივცემ უფლებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდოს – განგრენა!.. არავის მივცემ უფლებას საოკუპაციო ზოლი გამოაცხადოს – სახელმწიფო საზღვრად!... ამიტომ, ვიზიარებ ღირსეული ქართველი გენერლის დევი ჭანკოტაძის, სხვა გმირი ოფიცრებისა და რიგითების მოწოდებას – ხმას არ ვაძლევ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას!... მაიორი ზურაბ თულიანი“.


„მე , ჯუმბერი ნადირაშვილი , საქართველოს მოქალაქე საქართველოს თავდაცვის ყოფილი კონტრაქტორი, ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი, მხარს არ ვუჭერ საქართველოს მოღალატეს, საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბიშვილს“.

„გენერალო დევი ჭანკოტაძე 

ანწუხელიძის სამშობლოში უმაღლეს მთავარსარდლად მოღალატე ზურაბიშვილს არ ავირჩევთ!!!!!

დიდება საქართველოს“.

„მე, თადარიგის მაიორი მალხაზ კიკაბიძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის,ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციების მონაწილე, ვამბობ რომ საქართველოს ომი არ დაუწყია (საკუთარ მიწაზე ომი როგორ შეიძლება დაიწყო? და რა ცუდია 10 წლის შემდეგაც გიწევს იმის ახსნა რომ საკუთარ ქვეყანაში განა ნაბიჭვარი დამპყრობელი შემოიჭრა, არამედ საკუთარ ქვეყანაში შეეჭერი დამპყრობელს?

ყველა ქართველი მებრძოლი იბრძოდა საქართველოს გადარჩენისათვის...

ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ხმას ნუ მისცემთ ქვეყნის სრულ ოკუპაციას, ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, აქ გზა გადის სინათლესა და სიბნელეზე, ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალზე და ყველაზე მთავარი რაცაა -  ღალატსა და თავდადებაზე...

ეს განსხვავდება ყველა არჩევნებიდან, აქ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის მთავარსარდალი, რომლისთვისაც აფხაზეთი არა თუ განგრენა იქნება არამედ საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

არა მოღალატე კანდიდატს!

არა სალომე ზურაბიშვილს!

ძალა ერთობაშია!“.

„მე ჯემალ გულიშვილი,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი კონტრაქტორი და ვეტერანი, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი, ასევე უკრაინაში ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის წინაამღდეგ მებრძოლი ქართველი პარტიზანების წევრი და ვეტერანი,  ვუერთდები ჩემი სამშობლოს პატრიოტებს და ვეტერნებს, რათა გამოვუცხადო სასტიკი უარი ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს და არაპატრიოტ ხალხს და მათ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს“.

„მე ნიკა კაპანაძე კადრის ოფიცერი,  რომელმაც ბევრი უბედურება გავიარე, საქართველოს ყოფილი შინაგან ჯარების და შეიარაღებულ ძალების თადარიგის ოფიცერი, ნაბრძოლი საქართველოშიც და უკრაინაშიც, ხმას ვერ და არ მივცემ ადამიანს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, აფხაზეთს და სამაჩაბლოს მოიხსენიებს ცალკეულ სახელმწიფოებად, განგრენად და ქვეყნის ჭირად,

სამარცხვინოა!!!!!!

აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო არის და მუდამ იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი! დიდება ჩვენს სამშობლოს!

დიდება გმირებს!

P. S. საქართველო პრორუსების გარეშე!“.


„მე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ვირჩევ საქართველოს გაერთიანების იდეას, რადგან მინდა ჩემ შვილებს მეჩითოვების და ზასუხოვების საქართველოში არ მოუწიონ ცხოვრება! მე არ ვირჩევ განგრენის განგრენას ზურაბიშვილს! დებო და ძმებო, მეგობრებო, გთხოვთ დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენათ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. დიდება გმირებს!“.

„მე გაგნიძე ბონდო, ვუერთდები ჩემი ოფიცრების, გენერლების და ჯარისკაცების კამპანიას. მათ შორის იგულისხმება საზღვარგარეთ მებრძოლები, გინდა სამშობლოდან დევნილნი...ჩვენ არასოდეს ვიტყვით რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამიტომ არც ერთი ხმა მოღალატეს. არც ერთი ხმა პუტინის მონას! ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე რომ ასეთ ინდივიდებს პრეზიდენტობის სურვილი გაუქრეთ სამუდამოდ”.

„გენერალო დევი ჭანკოტაძე, მე გოჩა სარალიძე ეროვნებით ქართველი, საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცერი აფხაზეთისა და 2008 წლის ომის მონაწილე, ხმას არ ვაძლევ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და არასოდეს შევეგუები რუსულ ოკუპაციას და რუსეთის მიერ დასმულ ნებისმიერ ადამიანს. სოხუმი ჩემი იერუსალიმია. დიდება საქართველოს!”.

„მე, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის კადრის ოფიცერი. ამჟამად არაკომპეტენტური, უსუსური, და ქვეყნის გამყიდველი მთავრობის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დევნილობაში მყოფი, საქართველოს ჯარისკაცი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და რამდენიმე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ვეტერანი ვეფხვია ბერიძე ვაცხადებ, არამც თუ ხმას მივცემ, არამედ არასოდეს დავუშვებ რუსეთის ხელდასმული მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას. მე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დავრჩები ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი და არ დავუშვებ ჩემი ქვენის არც პოლიტიკურ და არც ძალისმიერ დაპყრობას!!!

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!

დიდება, თავისუფალ საქართველოს, დიდება საქართველოს დამოუკიდებლობის და მთლიანობისათვის გმირულად დაცემულ სამხედრო, სამოქალაქო და სასულიერო პირებს, ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს!!!

ღმერთმა დლოცოს ერთიანი და თავისუფალი საქართველო, ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების მხარდამჭერი ყველა ქვეყნის მოქალქე!!!“.

„მე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ჯარისკაცი ავთანდილ შუკაკიძე ხმას არ ვაძლევ მოღალატე და ერის გამყიდველ სალომე ზურაბიშვილს, აფხაზეთი საქართველოს განგრენა არაა. ომი საქართველოს არ დაუწყია. საქართველოს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი. 

დიდება საქართველოს

დიდება გმირებს”.

„მე, საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, ხმამაღლა ვაცხადებ: ჩემს ქვეყანას არ დაუწყია ომი! მე და ჩემი თანამებრძოლები არ დვჭრილვართ და არც დაღუპულან რუსეთის მიწაზე! ჩვენ სამშობლოს ვიცავდით! ჩვენს მიწას ვიცავდით! ამის გამეორება ან ახსნა თუ სჭირდება ვინმეს, ის ქართველად წოდების ღირსი არაა და არც საქართველოს მოქალაქეობის!”.

„მე გიორგი ლომსაძე საპატრულო პოლიციის ოფიცერი არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია, დიდება გმირებს!“.

„მე დავით ქიმაძე 2008 წლის ომის ვეტერანი ღიად ვაცხადებ და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს თანამებრძოლს. მე ხმას არ ვაძლევ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს.

დიდება გმირებს!

გაუმარჯოს საქართველოს!“.

„მე,თემურ ფაჩულია, საქართველოს შსს თადარიგის უფროსი ლეიტენანტი ხმას არ ვაძლევ სამშობლოს მოღალატეს, პუტინის რეზიდენტს, მადამ სალომე ზურაბაშვილს.


მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების მოქმედ და თადარიგის მებრძოლებს უარი თქვათ მოღალატე სალომეს მხარდაჭერაზე.

ძალა ერთობაშია - ერთად ჩვენ შევცვლით”.

„მე ვარ კაპიტანი მანუჩარ მესხი. 2008 წლის ომის მონაწილე. 2011-2012 წლებში ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე. დღეს საქართველოდან პოლიტიკურად დევნილი. ვაპროტესტებ ქვეყნის მოღალატის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას!”.

„მე საქართველოს თადარიგის ოფიცერი, სასაზღვრო პოლიციის მაიორი 2008 წლის ომის ვეტერანი, ხმას არ ვაძლევ მოღალატე, ქაჯ სალომე ზურაბიშვილს. არასდროს დავუშვებთ რომ მთავარსადრლად მოღალატე და საქართველოს გამყიდველი იყოს. დიდება გმირებს”.