2018-11-19 13:40 ნანახია: 193-ჯერ

ინტერპოლის ხელმძღვანელად რუსი გენერალი ინიშნება

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გენერალ-მაიორი ალექსანდრ პრაკოპჩუკი ინტერპოლის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოსტზე უმთავრესი კანდიდატია, - წერს გამოცემა Times.  

 ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით,  ინტერპოლის ხლმძღვანელის შიდა არჩევნებზე, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ის უდიდესი ალბათობით გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ პრაკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში მოსკოვის მიერ ინტერპოლის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საფრთხე გაიზრდება. 

 რუსი გენერლის ერთადერთი კონკურენტი არის 56 წლის კიმ ჩონ იანი, ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი. 

 გაზეთის წყაროს ცნობით, პრაკოპჩუკი ყოველთვის იზიარებდა მისი ქვეყნის პოზიციას, როცა რუსეთის ფედერაცია "წითელ ცირკულარს" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.  

 რუსეთის მიერ ინტერპოლის რესურსების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა უილიამ ბრაუდერი ინტერპოლის  ბაზაში ცალმხრივად შეიყვანა. 

 შეგახსენებთ ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელი, მენ ჰუნვეი ჩინეთის ანტიკორუფციული ორგანოს მიერ არის დაკავებული და ჩინოვნიკს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა ედება ბრალად.