2018-12-15 16:42 ნანახია: 101-ჯერ

კრემლი ინტერნეტზე ცენზურას აწესებს და გლობალური ქსელიდან რუსეთის გათიშვისთვის ემზადება

პარასკევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ახალი კანონპროექტი იქნა ინიცირებული - „კანონი მსოფლიო ქსელის გლობალური სტრუქტურებიდან რუსეთის გამორთვის შემთხვევაში ინტერნეტის რუსული სეგმენტის ავტონომიურად მუშაობის უზრუნველყოფის შესახებ".

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს არის ოფიციალური მოსკოვის პასუხი აშშ-ის მიერ სექტემბერში მიღებულ ეროვნული კიბერსუსაფრთხოების ახალი სტრატეგიაზე, სადაც რუსეთი აშშ-ზე ჰაკერულ თავდასხმებშია დადანაშაულებული.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ანდრეი კლიშასის თქმით, ამ კანონით შესაძლებელი იქნება რუსული ინტერნეტსივრცის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა ვერ მოახერხებს საზღვარგარეთ განთავსებულ ძირეულ სერვისებთან დაკავშირებას.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ინტერნეტ-ქსელებზე სპეციალური ტექნიკური საშუალებების დაყენებას, რომლებსაც შეეძლება ინტერნეტ-ტრაფიკის წყაროს დადგენა და რუსი ინტერნეტ-მომხმარებლებისათვის იმ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, სადაც, რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, აკრძალული ინფორმაციაა განთავსებული.

თავად რუსეთში ეს კანონპროექტი უკვე შეფასდა, როგორც ინტერნეტ ცემზურის დაწესების ყველაზე მასშტაბური და უპრეცენდენტო მცდელობა. დამოუკიდებელ ანალიტიკოსთა შეფასებით, ამით „როსკომნადზორს" მიეცემა ტექნიკური და სამართლებრივი საშუალება, რომ თავისი შეხედულებით შეუზღუდოს რუს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის ოფიციალური მოსკოვისათვის მიუღებელ ინფორმაციაზე წვდომა და მეორეს მხრივ, თავად რუს მომხმარებლებს არ მისცეს ინტერნეტში კრემლისათვის მიუღებელ9ი ინფორმაციის გავრცელების საშუალება.

„ეს კანონპროქეტი ინტერნეტის რუსულ სექტერში ცენზურის დაწესების აქამდე მომხდარი მცდელობების ნამდვილი გვირგვინია. ეს გლობალური გამომრთველის მსგავსი რამაა, რომლითაც იმის გაკეთება იქნება შესაძლებელი, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო", - გარაცხადა „ერ-ბე-კას" ჟურნალისტთან საუბრისას ორგანიზაცია „როსკომსვობოდას" ტექნიკურმა დირექტორმა სტანისლავ შარიკოვმა.

კანონპროექტთან დაკავშირებულ განმარტებით ბარათში რომ ამ პროექტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება რუსი მომხმარებლების ინფორმაციის საზღვარგარეთ გასვლის მინიმალიზება.

გარდა ამისა, კანონპროექტი განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო საკომუნიკაციო ხაზებსა და ტრაფიკის გაცვლით პუნქტებს.

"ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ რუსული ინტერნეტსეგმენტი გავამყაროთ და გამძლე გავხადოთ სხვადასხვა საფრთხოს წინაშე, უზრუნველვყოთ რუსულ საიტებზე წვდომა და რუსი ინტერნეტმომხმარებლების შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ინტერნეტსერვერებით."-განაცხადა ანდრეი კლიშასმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას.