2018-12-24 11:53 ნანახია: 192-ჯერ

ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა არ ეთმობა - არ იცის რაში დასჭირდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობას ისევ ინარჩუნებს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. ეს მან ფრანგულ რადიოსადგურ "RTL"-სთან ინტერვიუში დაადასტურა.

„ჩემი ოჯახი ყოველთვის ტრადიციული ქართული იყო. მე დავამთავრე ფრანგული პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ამის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი და სახელმწიფო მართვის სკოლა. საქართველოში ასევე მყავდა ბაბუა, რომელმაც ფაქტობრივად დღევანდელ ეკონომიკას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს და საფრანგეთს ბევრი აქვს საერთო და სიმბოლური. ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებ საფრანგეთის მოქალაქეობას, ეს ჩვენი კონსტიტუციით შესაძლებელია“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.