2018-12-24 16:25 ნანახია: 113-ჯერ

ირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედავს

ირანი, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედავს, თუ ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის ან საქართველოში შესვლის აკრძალვის საკითხი არ მოგვარდება.

"თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას", - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა ალირეზა რაჰიმიმ.

ცნობისათვის, 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები - საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას - თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეების მასობრივ არშეშვებასთან დაკავშირებით. მანამდე, 3 დეკემბერს, ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს ირანის 200-მდე მოქალაქეს.

ირანში საქართველოს ელჩის იოსებ ჩახვაშვილის ინფორმაციით, პრობლემების ნაწილი ირანიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან იყო დაკავშირებული.