2018-12-24 15:41 ნანახია: 261-ჯერ

“მეორე დღეს მონასტერში აპირებდნენ წასვლას“ - წავკისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გვიან ღამით, წავკისში მომხდარი დაპირისპირებისა და მკვლელობის შესახებ მოკლული ძმების ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მეგობრები საუბრობენ.

როგორც ირკვევა, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. კერძოდ, მეგობრები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და ლექსო ფეიქრიშვილს შორის პირველი დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა მიმალვაში მყოფმა პირმა ახალგაზრდას ავტომობილის შუშა დაუზიანა.

ფეიქრიშვილი დაზიანებული ნაწილის შეკეთებას მოითხოვდა. საბოლოო ჯამში ე.წ. გარჩევა დაპირისპირებაში გადაიზარდა გუშინ კი 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.

დაჭრილია ერთი პირი - სოსო დორეული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

წავკისელების ინფორმაციით, ე.წ გარჩევაში მოხვდა რუსლანი, რომელიც როგორც ამბობენ „ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და მორჩილია".

„ხმაურზე გარეთ გამოვედით, სადღაც სოსო დორეულის სახლის მიმდებარედ, ბიჭები ტალახში იყვნენ დაგდებულები, სისხლი სდიოდათ. საბოლოო ჯამში ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაეყვანათ. შავი ავტომობილი დავინახეთ, რომელიც მაღალი სიჩქარით გადადგილდებოდა, თუმცა ადევნების დრო არ იყო"- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც სახელის გამხელისგან თავი შეიკავა.

წავკისში დაჭრილებსა და გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ. მეზობლების ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ერთად, გამწვანებაში მუშაობდა. ერთ-ერთი დაჭრილი კი ბიჭებთან სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, დავითი ხშირად ეკლესიაში იმყოფებოდა, მორჩილი სწორედ დათოს ახლო მეგობარია.

„მეორე დღეს ერთად აპირებდნენ მონასტერში წასვლას, თუმცა ხანჯლით აჩეხეს" - თქვა რესპოდენტმა "ნიუპოსტთან".