2018-12-25 10:35 ნანახია: 146-ჯერ

იანვრიდან ხელფასის 2 პროცენტი ჩამოგეჭრებათ

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება საპენსიო ფონდში კი ყველა ავტომატურად ჩაერთვება.

ყოველთვიურად ყველა დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს ხელფასიდან 2% ჩამოეჭრება.

ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს განცხადების საფუძველზე სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.

"1-ელი იანვრიდან საპენსიო სისტემაში აბსოლუტურად ყველა დასაქმებული გაწევრიანდება, ხოლო თვითდასაქმებულებს საშუალება ექნებათ, სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთონ. რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე ველოდებით, რომ საპენსიო სისტემაში დაახლოებით, 700 000 ან 800 000 მოქალაქე ჩაერთვება.

მას შემდეგ, რაც ისინი სისტემაში ჩართვებიან, კანონი მისცემთ საშუალებას რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩართვლით, მათ, ვისაც კანონით ექნება ამის უფლება, განცხადების საფუძველზე შეეძლებათ, სისტემა ნებაყოფლობით დატოვონ",- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.