2018-12-26 13:24 ნანახია: 124-ჯერ

აქცია რკინიგზის სადგურზე - ორივე ავტოსადგური თითქმის პარალიზებულია

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკრო ავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.

"აქცია შედგება კომპანია ”მეტრო +”ის წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. ადგილზე ჩადგეს ბორბლებიანი ჯიხური, რომელიც ვითომდა ავტო სადგურია.

პროფკავშირები მძღოლების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ" - აღნიშნულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.