2018-12-26 13:42 ნანახია: 154-ჯერ

თბილისში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0,014 თეთრით მცირდება

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პროექტით, თბილისში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0,014 თეთრით მცირდება. შესაბამის პროექტს კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

მარეგულირებელი კომისია მსჯელობს ბუნებრივი გაზით თბილისის და რეგიონების მომმარაგებელი კომპანიების: „ყაზტრანსგაზ-თბილისის,“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგაზისთვის“ მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე. ამჟამად „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სამომხმარებლო ტარიფი ერთ კუბურ მეტრ გაზზე 46,153 თეთრია, „სოკარ ჯორჯია გაზის“ 56,940 თეთრი და „საქორგაზის“ 57,011 თეთრი. დღეს დადგენილი ახალი ტარიფები 1 იანვრიდან ამოქმედდება.