2018-12-26 13:17 ნანახია: 134-ჯერ

ლაგოდეხის მერი: ხის კენწეროების ბილიკი, რომელიც ლაგოდეში აშენდება, საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო იქნება

ხის კენწეროების ბილიკი, რომელიც ლაგოდეში აშენდება, საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო იქნება-ამის შესახებ “აიპრესს” ლაგოდეხის მერმა განუცხდა.

ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება

ბილიკი, რომლის სიგრძე 500 მეტრი იქნება მოიცავს კოშკურებს, ხიდებს, საჰაერო ბილიკს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში დასრულდება და ამის შემდეგ შევძლებთ ზუსტი თანხის დასახელებას, რაც საჭირო იქნება პროექტის განსახორციელებლად.აქტიურად დავიწყებთ დონორების მოძიებასაც. საპროექტო სამუშაოებში გერმანულ-ავსტროული კონსორციუმი, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები არიან ჩართულნი. ეს იქნება საქართველოში უპრეცენდენტო პროექტი”,- განუცხადა “აიპრესს” ჯონდო მდივნიშვილმა.

მერი მიიჩნევს, რომ ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხის რაიონში გაცილებით მეტ ტურისტს მიიზიდავს, რაც თავის მხრივ უფრო განავითარებს ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას.

“ვვარაუდობთ, რომ ხის კენწეროების ბილიკების გახსნიდან უახლოეს პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 60- 100 ათასს გაუტოლდება. რაც თავის მხრივ ეკონომიკას განავითარებს, გაიხსნება ახალი სასტუმროები და არაერთი სხვა ობიექტი. მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა.”- აღნიშნა მდივნიშვილმა.

თუ რა რაოდენობის თანხის ინვესტირება იქნება საჭირო ლაგოდეხის ხის კენწეროების ბილიკების მოსაწყობად,ეს გაზაფხულზე, პროექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.