2018-12-26 12:13 ნანახია: 217-ჯერ

რევოლუცია მოახლოვდა - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლის წარდგენით წითელი ხაზი გადაკვეთა, რითაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესები დააჩქარა.

"ნდობა დაიკარგა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეს არჩევნებზეც გამოჩნდა. კომპრომეტირებულმა, მისჯილმა პარტიამ არჩევნები კინაღამ მოიგო, აქამდე დავეცით.

სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნდობა დაიკარგა, ეს ყველაზე კარგად არჩევნებზე გამოჩნდა. კინაღამ კომპრომეტირებულმა, მისჯილმა პარტიამ მოიგო არჩევნები, აი აქამდე დავეცით.

და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ხელში ინსტიტუტებისადმი ნდობა დაიკარგა.

სასამართლო ბოლო ინსტანციაა. უზენაეს საბჭოში ამ მოსამართლეების დამტკიცებით, სასამართლო ინსტიტუტების მიმართ ნდობა "პლინტუს" ქვემოთ ჩამოვა. ეს კი ერთ რამეს მიუთითებს - მოქალაქეები არ ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და სწორედ აქედან იწყება რევოლუციური პროცესები. საზოგადოებას სხვა გამოსავალი აღარ რჩება. თუ ვინმეს ამის არ სჯერა, საქართველოს უახლესი ისტორია გადაიკითხოს და პროცესების ანატომიას გაეცნოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.