2018-12-27 10:10 ნანახია: 96-ჯერ

2018 წლის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევები

გასული წელი მრავალი სამეცნიერო მიღწევით დაგვამახსოვრდა. ლიდერ დარგებს შორის იყო - კოსმოსი, მედიცინა და ხელოვნური ინტელექტი. გთავაზობთ 2018 წლის რამდენიმე მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას:

 

სექტმბრის ბოლოს იაპონიის კოსმოსული სააგენტოს ორი აპარატი წარმატებით დაჯდა ასტეროიტზე. აპარატები Rover-1A და Rover-1B  ასტეროიდ რიუგუზე დაეშვნენ, ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. მათ უკვე გადაიღეს პირველი ფოტოები და შეისწავლეს ასტეროიდის ტემპერატურა და სხვა მახასიათებლები. 

 

ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკ ჰონძეს 2018 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია გადასცეს. მათ კიბოს მკურნალობის ახალ იმუნოლოგიურ მეთოდს მიაგნეს. კურნალობის მეთოდი თერაპიულია და ის რადიკალურად ახალ მიდგომას გულისხმობს: ადამიანის ორგანიზმში გაჩენილ სიმსივნურ უჯრედებს ექიმები მისივე ორგანიზმიდან აღებული და ხელოვნურად გამრავლებული იმუნური უჯრედებით ებრძვიან. 

 

ნეიროქსელზე დაფუძნებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა სახელად "AlphaGo Zero" 2018 წელს თავისით ისწავლა სამაგიდო თამაშები და ზოგ მათგანში გროსმაისტერის დონეს მიაღწია. ჯგუფმა, რომელსაც დევიდ სილვერი ხელმძღვანელობს, ისტორიაში ყველაზე დახვეწილი თვითგანვითარებადი ხელოვნური ინტელექტი შექმნა. ნეიროქსელი არის ხლოვნური ნეირონების გიგანტური ქსელი, რომელშიც მთავარი პროგრამა უამრავი ქვე-პროგრამისგან შედგება და ცენტრალური პროგრამა მათი მუშაობის შედეგებს აჯამებს. 

 

2018 წლის ოქტომბერში კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საუკუნის ბოლომდე დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1,5 °С-ით გაიზრდება.  იმის გათვალისწინებით, რომ XIX  საუკუნის შემდეგ ტემპერატურა უკვე გაზრდილია 1°С-ით, დასკვნამ სერიოზულად ჩააფიქრა მსოფლიოს ლიდერები და ეკოლოგიური პროექტებისკენ კიდევ უფრო მძაფრად მიმართა სამყაროს ყურადღება. 

 

2018 წლის 26 ნოემბერს ამერიკული კოსმოსური აპარატი InSight  მარსის ზედაპირზე წარმატებით დაჯდა. დაშვების კადრები NASA-მ Youtube-ზე გადასცა.  ზონდი, რომელიც მარსის სეისმოლოგიური შესწავლისთვის არის განკუთვნილი,  დედამიწიდან 2018 წლის მაისში გაუშვეს. კოსმოსში ის რაკეტა Atlas V-მ გაიყვანა. მან უკვე ჩაიწერა მარსზე "ქარის ხმა" და გამოგზავნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფოტო.