2018-12-28 22:05 ნანახია: 138-ჯერ

დიდი განხეთქილება უმრავლესობაში-ქართული ოცნება დაშლისთვის ემზადება

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელშო პოსტს აქვეყნებს:

”სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” დაშლისთვის და შიგნით ოპოზიციური ფლანგის მოსამზადებლად ემზადება. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია აიხსნას, მმართველი პარტიის ერთი ნაწილის ბოლო პერიოდის კრიტიკა მეორე ნაწილის მიმართ.

ამრიგად, 2020-სთვის შეიძლება მივიღოთ “ქართული ოცნების” ორი ან რამდენიმე ნაწილი.

პარადოქსი ისაა, რომ “ქართული ოცნების” კრიტიკული ნაწილი იმაზე აკრიტიკებს ხელისუფლებას, რის თქმაზეც არაერთ ჩვენგანს ესხმოდა თავს, როგორ გეკადრებათ, არ ხდება არასწორი არაფერიო.

პირადად, მე იგივე კრიტიკაზე არაერთი თავდასხმა და ლანძღვა პირს უკან მახსოვს, არადა დღეს იგივეს იმეორებენ, რასაც მეც და სხვებიც კარგა ხანია ვლაპარაკობთ.”- არჩილ გამზარდია.