2018-12-28 21:19 ნანახია: 135-ჯერ

ზურაბიშვილის ოჯახისთვის მიწერილი წერილის გამო ქართველ სამხედროს პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველ სამხედროს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოჯახისთვის გაგზავნილი გზავნილის გამო ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.გიორგი რუსიტაშვილს ბრალდების მხარე სალომე ზურაბიშვილის შვილისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას ედავება.

რუსიტაშვილი გზავნილებს თავადაც ადასტურებს, თუმცა ამბობს.

ქართველი სამხედრო აღნიშნავს, რომ მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა.

„კომენტარი გავაკეთე სალომე ზურაბიშვილის დაბლა, რომ აფხაზეთი განგრენა არასოდეს იქნება საქართველოში, ეს ჩვენი მიწაა და რომ მალე დავიბრუნებთ. გორჯესტანი, სახელი და გვარი არ მახსოვს, სალომე ზურაბიშვილის შვილი დამიკავშირდა. თვითონ დამიკავშირდა მესენჯერში. როგორც სამხედრო მოსამსახურე ავღელდი და გავეცი პასუხი. მე მის ლაპარაკს ვერ ვიგებ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა და არ იცის ქართული, მაგრამ მივწერე რომ "დედაშენს გადაეცი აფხაზეთი საქართველოს განგრენა არასოდეს გახდება და არც იქნება."

"სანამ მეორე ტური მოვიდოდა სამხედროებს გადაეკიდნენ, პროვოკაციაში ჩარიეს, დაჭერები დაიწყეს და ასე ვფიქრობ, რომ უნდოდათ რაღაც პროვოკაციულში გავეხვიე. რუსეთის ფედერაციიდან ვიმყოფები ძებნაში, იმიტომ რომ უკრაინას ვეხმარებოდი. საქართველომ ჩვენ სამხედროები ვერ დაგვიცვა, ექვსი უკრაინელი დააკავეს თბილისში, რომელთაც რაღაცეები მოუგონეს და ამიტომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ,“-ამბობს "კურიერთან" გიორგი რუსიტაშვილი.

სამხედრომ საქართველო ორი წლის წინ დატოვა.