2018-12-30 13:13 ნანახია: 143-ჯერ

უკრაინის ეკლესიის მეთაურმა აღიარა, რომ “კგბ”-სთან თანამშრომლობდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა პატრიარქმა ფილარეტმა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ის იძულებული იყო სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა. მისი თქმით, მაშინდელ ეკლესიას “კგბ” აკონტროლებდა და ამიტომ ყველა ეპისკოპოსი იძულებული იყო მასთან ეთანამშრომლა.

“საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია “კგბ”ს კონტროლქვეშ იყო. თუ თანამშრომლობაზე არ წახვიდოდი, რეგისტრაციის გავლა შეუძლებელი იყო… ნებისმიერი სასულიერო პირის დანიშვნა „კგბ“-ს თანხმობით ხდებოდა“, – ამბობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მეთაური.
ჟურნალისტის შეკითხვას – „ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდება საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ეფუძნება თუ არა მტკიცებულებებს“, მან უპასუხა: “საქმე ის არის, რომ არ იყო არცერთი ეპისკოპოსი, რომელსაც მათთან არ ჰქონოდა კავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებოდა ეპისკოპოსი. ამიტომ, თუკი მაშინდელი ეპისკოპოსებიდან რომელიმე იტყვის, რომ მას არ ჰქონია ასეთი კონტაქტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ ამბობს სიმართლეს… არც მე ვარ გამონაკლისი. ყველა ასე აკეთებდა”.

რამდენიმე დღის წინ ლატვიაში “კგბ”-ს არქივი გახსნეს. კარტოთეკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ლატვიის პატრიარქი საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა