2019-01-11 15:39 ნანახია: 145-ჯერ

შეწყვიტეთ ავტომობილის “გახურება“, განსაკუთრებით ზამთარში! - აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინფორმაცია

შეწყვიტეთ ავტომობილის "გახურება", განსაკუთრებით ზამთარში!!!

"როგორც ჩანს ამას ყველა აკეთებს: დილით დაქოქავენ ავტომობილებს და ელოდებიან როდის გახურდება ძრავი. თუ თქვენც ასე იქცევით, აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინფორმაცია.

სავარაუდოა, რომ ასეთ ქმედებას იმიტომ სჩადიხართ, რომ ძრავი დაზიანებისაგან დაიცვათ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ ხართ მსხვერპლი მითისა, რომელსაც სიკეთის ნაცვლად უდიდესი ზიანი მოაქვს.

Bussines Insider ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს, ყოფილ მრბოლელთან, საინჟინრო დარგში დოქტორის წოდების მქონე სტივენ კიატთან აქვეყნებს, რომელიც საუბრობს ძრავის გახურების მნიშვნელობაზე, მითსა და რეალობაზე. როგორც ირკვევა სტივენი 26 წელია ატმოსფერულ ძრავებს იკვლევს და ამჟამად ილინოისის შტატში მდებარე აგრონომიის ნაციონალურ ლაბორატორიას კურირებს.

უნდა გავახუროთ თუ არა ძრავი? აი რაშია საქმე…

როდესაც ძრავი გახურების რეჟიმში, სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ ე.წ ”ხალასტოიზე” მუშაობს, თანაც სიცივეში, მოიხმარს იმაზე მეტ საწვავს, ვიდრე მას სინამდვილეში ესაჭიროება, რაც საბოლოოდ ძრავის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. რადგან ძრავი მუშაობს, ხოლო ავტომობილი ადგილიდან არ იძვრის, ძრავში მდებარე ზეთი ვერ ასწრებს სწრაფად მიეწოდოს დგუშსა და ცილინდრებს. ანუ ფაქტიურად ძრავი ზეთის გარეშე მუშაობს, რაც დაუშვებლად დიდ დატვირთვასა და შემდგომში ადვილად ცვეთას იწვევს.

აი როგორ მუშაობს ძრავი:

ნორმალურ პირობებში თქვენი ავტომობილი ჰაერისა და საწვავის ურთიერთქმედებით იღებს ენერგიას. საწვავის ავზიდან საწვავი პირდაპირ ცილინდრში შედის, რომელიც მას პრესავს, ჰაერის ზემოქმედებით კი ხდება მიკროაფეთქება და თქვენს ავტომობილს სამოძრაო ენერგია მიეწოდება.

სიცივის პირობებში, საწვავს ცილინდრამდე მიღწევა უჭირს, შესაბამისად ძრავი მეტ ძალას ხარჯავს მის მოსაპოვებლად, ანუ მუშაობს მაღალ ბრუნზე და სწორედ აქედან იწყება პრობლემები…

”პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც წვის კამერაში, დაშვებულზე მეტი რაოდენობის საწვავი ხვდება, გამოუყენებელი საწვავი ცილინდრის კედლებზე ილექება” – ამბობს სტივენ კაიტი.

”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინი კარგი საწმენდი საშუალებაა და ცილინდრებზე არსებულ ზეთის ნარჩენებს წმენდს, საბოლოოდ ცილინდრებისა და დგუშების სწორად შეზეთვას უშლის ხელს, ეს კი დამეთანხმებით, რომ იწვევს მათ ადვილად ცვეთას, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში.”

ახლა კი მარტივი განმარტება. ყინვაში მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზეთი უფრო სქელი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, შესაბამისად ძრავის ფაქტიურად გაორმაგებული მუშაობის პირობებში, ვერ ასწრებს ძრავის შიგნით მდებარე რკინისაგან დამზადებული დეტალების შეზეთვას, რაც საბოლოო ჯამში მათ დაზიანებას იწვევს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არც ერთი თანამედროვე ავტომწარმოებელი ძრავის ”გახურების” რეკომენდაციას არ იძლევა. ამასთანავე, თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, უფრო დიდი სისულელეა გაუნძრეველ მდგომარეობაში მისი დაქოქვა. ავტომობილის დაქოქვიდან ზუსტად 10 წამში თქვენ შეგიძლიათ ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდეთ თქვენი ავტომობილით.

შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომობილი აუცილებლად უნდა გახურდეს, მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი მითია. სინამდვილეში უკეთესია, თუ ძრავს დაქოქვისთანავე დავძრავთ…

სრული ვერსიის ნახვა facebook.com