2019-01-15 17:50 ნანახია: 156-ჯერ

მამაკაცმა სროლის დროს მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო - რა მოხდა 51-ე სკოლასთან

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩასთან ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან ავტომობილს ცეცხლი გაუხსნენს.

"ნიპოსტის" ცნობით, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა მამაკაცმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო დაგორებული ავტომობილი მელიქიშვილის გამზირზე პარკინგზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა.

ჯერჯერობით დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.