2019-01-15 14:08 ნანახია: 1199-ჯერ

საქართველოს ნატოში გაწევრიანების „შემოვლითი გზა“ მზადაა - ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი

საქართველოს და უკრაინას, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანების ახალი გზა გამოუჩნდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს. „შემოვლითი სქემა", რომელიც ორ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალებას მისვემს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაშია შემუშავებული.

გარდა ამისა, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თუ რუსეთი შავ და აზოვის ზღვებში უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციებს არ შეწყვეტს, აშშ შეიძლება გავიდეს მონტრეს შეთანხმებიდან, რომელიც შავ ზღვაში უცხო - არა შავიზღვისპირა ქვეყნების სახმედრო ხომალდების ყოფნაზე 21-დღიან შეზღუდვას აწესებს.

ამის შესახებ 14 იანვარს ერთერთი უკრაინული არხის ეთერში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა ჰენრი (იური) ტაბახმა განაცხადა.

ტაბახმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერაციის ადმინისტრაციას ურჩია, რომ მოეშვან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას, რადგან ამით მათ ნატო-ში გაწევრიანებისთვის მეტ მოტივაციას უჩენენ:

„ტრამპის დროს ეს შეიცვლება, რადგან იქ არის „შემოვლითი სქემა", რომელის მიხცედვითაც საქართველოსა და უკრაინას შეეძლებათ ნატო-ში მოხვედრა... თუ არ გინდათ, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-ში, მაშინ არ ღირს მისთვის ტერიტორიების წართმევა და ომის დაწყება. ამით მას უფრო მეტად მოუნდება ნატო-ში გაწევრიანება. თქვენ ვერ შეაჩერებთ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. თუ ქვეყანა გრძნობს საფრთხეს, ზუსტად მაშინ გაიქცევა ნატო-ში", -ა ღნიშნა ტაბახმა.

კაპიტანმა ტაბახმა არც ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირება დატოვა უყურადღებოდ, რომელიც გასული წლის 25 ნოემბერს დაიწყო და განაცხადა, რომ თუ რუსეთი კიდევ დაარღვევს საერთაშორისო საზღვაო კონვენციებს, მაშინ აშშ მონტრეს შეტანხმებიდან საერთოდ გავა და მათი სამხედრო ხომალდები ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ 21 დღეზე მეტი დროით დარჩებიან შავ ზღვაში.

რა იქნება, თუ ჩვენ 21 დღეში არ გავალთ და მეტი დროით დავრჩებით? თუ ისინი (რუსეთის ფედერაცია) დაარღვევენ, ჩვენ ვიტყვით, რომ „ჩვენც გავედით ამ შეთანხმებიდან". მაშინ ჩვენი სადესანტო გემი 21 დღეზე მეტი დროით დარჩება შავ ზღვაში. ეს ესკალაციაა... ის იწვევს ესკალაციას", - დასძინა ტაბახმა.