2019-01-16 13:02 ნანახია: 153-ჯერ

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა. ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს წელის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო მეორე ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი ქარია.