2019-01-16 12:28 ნანახია: 209-ჯერ

ხვალიდან ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი – თოვლი, ქარბუქი და შტორმი

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოში.