2019-01-21 12:16 ნანახია: 117-ჯერ

როდიდან და რამდენით გაძვირდება მობილურ ქსელების მომსახურება

მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანიები ამ გაძვირებას გაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა მუდმივად ძვირდება. რამდენიმე წლის წინ კი სრულიად საპირისპირო ტენდენცია იყო და მობილური ტარიფები პერმანენტულად იაფდებოდა. ახლა კომპანიები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მოშველიებით ხსნიან გაძვირების ტენდენციას, თუმცა მომხმარებელი ამ ცვლილებას პრაქტიკულად ვერ გრძნობს.

კომპანია "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავს.

"ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს" - წერია კომპანიის ვებგვერდზე.

კერძოდ "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება.

ტარიფის გაზრდას გეგმავს "მაგთიც".

18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25" 30 ლარი ხდება, ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც "ჯეოსელის" შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. "მაგთის" აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.