2019-01-24 11:09 ნანახია: 376-ჯერ

ზურაბ ყიფშიძე: “ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ... საშინელი მდგო­მარეობა მაქვს“

მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ სოციალურ ფონზე ისაუბრა. მისი თქმით, ირგვლივ ბევრი დაზარალდა როგორც გონებრივად და სულიერად, ისე ფიზიკურად:

შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგო­მარეობა მაქვს. რუსებთან გზა გადაკეტ­ილი მაქვს, არასასურველი ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენთანაც არ ხდება არაფერი, რომ გამოიმუშაო, არადა, ამხელა ოჯახი, წამლები, დასვენება... ეს ყველაფერი რთულია.­ ბინები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავყიდე და ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ. ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია, აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური.

მგონია, ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდება, ამისთვის პირველ რიგში, გოიმურად, მოკლედ და უბრალოდ რომ ვთქვა, მდიდრები უნდა დაეხმარონ ღარიბებს. ამის სურვილი და მოლოდინი მაქვს.

ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო" - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" ყიფშიძემ.