2019-01-24 10:01 ნანახია: 272-ჯერ

სოსო ჯაჭვლიანი უმუშევარი დარჩა - “ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს შპს გაუუქმეს

"ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანისთვის შექმნილი შპს "თეთნულდი დეველოპმენტი“ გაუქმდა. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ განაცხადა.


"შპს თეთნულდმა შეასრულა თავისი ვალდებულებები, დაასრულა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც მას უნდა შეესრულებინა და გაუქმდა. დანარჩენზე საკითხზე ვერ ვისაუბრებ. მათ უნდა შეესრულებინათ გარკვეული ვალდებულებები, უნდა აეშენებინათ საბაგიროები, მოეწყოთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ვალდებულებები შესრულებულია და შესაბამისად, დაასრულა კომპანიამ თავისი მოღვაწეობა,“ - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა.

ყოფილ დეპუტატს გაუუქმეს ის შპს, რომლის ხელმძღვანელად მას შემდეგ დანიშნეს, რაც ის 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე სიაში ვეღარ მოხვდა.

"თეთნულდი დეველოპმენტი" მთის კურორტების განვითარების ახალი ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

"თეთნულდი დეველოპმენტმა“ 455 ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება ჯამში 17 მილიონ 434 ათასი ლარია.