2019-01-24 09:47 ნანახია: 228-ჯერ

შავი და ბალტიის ზღვებზე ამერიკულ ესკადრას ერთი ზალპით შეუძლია მთელი რუსული ფლოტის განეიტრალება

შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში აშშ-ის დიდი სამხედრო გემების ყოფნა მოსკოვში დიდ აღშფოთებას იწვევს. კეთდება განცხადებები, რომ დაახლოებით 200 „ტომაჰავკით" აღჭურვილმა ამერიკულმა საომარმა გემებმა ლამის ალყაში მოაქციეს რუსეთი და მათ ქმედებებს დიდი ხანია ყურადღებით აკვირდება მოსკოვი.

რუსული პრესის თანახმად, ადგილობრივი ექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ შავი და ბალტიის ზღვებზე ამერიკულ ესკადრას ფრთოსანი რაკეტების ერთი ზალპით შეუძლია მთელი რუსული ფლოტის განეიტრალება.

პლუს,რუსულ მედიაში განიხილავენ, რა შეიძლება დაუპირისპიროს რუსეთის საზღვაო ძალებმა ამერიკულ გამანადგურებლების ამ ესკორტს და რუსი ექსპერტის განცხადებით, რუსეთის საზღვაო ძალები მხოლოდ მცირე სარაკეტო გემებს და კატარღებს ფლობს, სამჯერ ნაკლები ფრთოსანი რაკეტებით, ვიდრე აშშ-ს მიერ ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში შემოსულ სამ დიდი ხომალდს გააჩნია და ასეთ ვითარებაში ზღვაზე ბატონობაზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი.

საუბარია იმაზე, რომ ბალტიის ზღვაში აშშ-ის მიერ შეყვანილია ორი საესკადრო ნაღმოსანი გემი - „გრაველი" და „პორტერი", ხოლო შავ ზღვაში „დონალდ კუკი", რომელიც ამჟამად ბათუმის პორტში დგას და ამ სამივე ნაღმისან გემზე ჯამში 200-მდე „ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტაა განთავსებული, რაც რუსეთის შეშფოთებას იწვევს.

როგორც რუსული მედია წერს, ბალტიის ზღვაში შესული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ამერიკულმა გამანადგურებლების ესკადრილიამ ლამის ალყაში მოაქცია და ამაზე განცხადების გაკეთება მოუწია თავდაცვის სამინისტროს. ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის საკონტროლო ცენტრში განაცხადეს, რომ ამერიკული ორი საესკადრო ნაღმოსანი გემის „გრაველისა" და „პორტერის" მოქმედებებს დიდი ხანია აკვირდებიან რუსული სამხედრო გემები.

მანამდე, ასევე გაკეთდა განცხადება, რომ შავი ზღვის ფლოტის ძალებმა დაიწყეს აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი ხომალდის, „დონალდ კუკის" ქმედებების თვალთვალი, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე შემოვიდნენ და დღეს ბათუმის პორტში დგას. ცნობისათვის, ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში.

როგორც რუსული მედია წერს, „გრაველის" შეუძლია 64 ფრთოსანი რაკეტის „ტომაჰავკის" გადატანა, „პორტერსა" და „დონალდ კუკს" 61 მსგავსი ფრთოსანი რაკეტის. ამდენად, რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს თითქმის არიან საბრძოლო ხომალდები თითქმის 200 „ტომაჰავკით" ბორტზე. რუსული მედია განიხილავს, რა შეიძლება დაუპირისპიროს რუსეთის საზღვაო ძალებმა ამერიკულ გამანადგურებლების ესკორტს.

რუსი სამხედრო ექსპერტის ილია კრამნიკი, სარწმუნო გათვლების მიხედვით, ამბობს, რომ რუსეთს დღესდღეობით აქვს 11 შედარებით პატარა გემი და კატარღა, რომლებიც „კალიბრის" სარაკეტო სისტემებითაა აღჭურვილი და ეს სისტემა ამერიკული „ტომაჰავკის" ანალოგია. ასევე „ვარშავიანკის" პროექტის შვიდი დიზელის წყალქვეშა ნავი და 3-დან 5-მდე ბირთვული წყალქვეშა ნავი. მათი საერთო პოტენციალი კი მხოლოდ 96 რაკეტაა. ანუ, თითქმის სამჯერ ნაკლებია, ვიდრე იმ ამერიკული გემების, რომლებიც რუსეთის საზღვაო აკვატორიის სიახლოვეს იმყოგებიან.

რუსი ექსპერტის მტკიცებით, რუსეთის საზღვაო-სამხედრო ხომალდებს, „ბოიკოს" და „სმარტს", პრინციპში, ამერიკული ნაღმოსანი გემების ჩაძირვა შეუძლიათ. ისინი შეიარაღებულნი არიან ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით „ურანით" და საზენიტო-სარაკეტო სისტემით, „რედუტით", ტორპედებით და სარადარო და რადიოელექტრონული აღჭურვილობის ძლიერი არსენალით, მსხვილკალიბრიანი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით.

თუმცა მეორეს მხრივ, რუსი ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთს გააჩნია ასეთი სამხედრო გემების, კორვეტების მხოლოდ ერთეული რაოდენობა, აშშ-ს საზღვაო ძალებს კი უკვე 67 ნაღმოსანი გემი გააჩნია და კიდევ შვიდის აგება მიმდინარეობს.

რუსული მედია წუხს, რომ რუსეთის საზღვაო ძალებს დღეს მხოლოდ მცირე სარაკეტო გემების და კატარღების ფლობა შეუძლიათ და ასეთ ვითარებაში ზღვაზე ბატონობაზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი.

ფოტოზე: ამერიკის შავი ზღვის ესკადრილიის ხომალდი "დონალდ კუკი"