2019-02-11 09:57 ნანახია: 123-ჯერ

რუსები უკვე იმ ტერიტორიებს იტაცებენ, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ეკუთვნოდა

რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესში უკვე საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს აღარ ითვალისწინებენ და მათთვის საბრძოლო თვალსაზრისით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცებაც დაიწყეს. თუკი ადრე მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებდნენ, სადაც სსრკ-ის დროს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა, ახლა, როგორც ჩანს, მათი გეგმები კიდევ უფრო შორს მიდის. მათ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების სათვალთვალო კოშკურისა და ჯიხურის დამონტაჟება იმ ადგილას დაიწყეს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასდროს ყოფილა.