2019-02-11 08:39 ნანახია: 97-ჯერ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გია უდესიანისა და დათა ახალაიას დაპატიმრებას არ ადასტურებენ

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ბექა გოგოსაშვილი და თორნიკე ლაშხი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის" მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შაბათს ღამით ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში დათა ახალაია, გია უდესიანი და რამდენიმე ქართველი პოლიციამ დააკავა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არაფერი იცის ამ ფაქტის შესახებ:

„ვერ გეტყვით. მე არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ მაქვს-ვერაფერს ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რადგან უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

თავად „ნაცმოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ უდესიანისა და ახალაიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.